Line

ჩვენ შესახებ

Line

ისტორია

Line
Old Clinic

საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი 1937 წელს დაარსდა ბავშვთა პოლიკლინიკის სახელით, ხოლო 2005 წლიდან პროფილი შეინარჩუნა და რეგიონში ერთ-ერთ წამყვან პოლიკლინიკად ჩამოყალიბდა, სახელწოდებით — საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი.

2016 წელს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“ პრივატიზდა, გაფართოვდა მომსახურების ზონა და გაიზარდა სამედიცინო მომსახურების ხარისხი; დაწესებულებას დაემატა მრავალი ახალი ექიმი როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა მიმართულებით.

ახლა

Line

ამჟამად სამედიცინო დაწესებულება დროებით მდებარეობს ბარათაშვილის 33-ში (ყოფილი „დავით ჰოტელი“) და მოსახლეობას სრულ ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს.
საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი არის ადგილი, სადაც თქვენი ჯანმრთელობა უსაფრთხო ხელებშია; ჩვენი მთავარი ღირებულება პაციენტი და მისი ინტერესებია, ხოლო თქვენი ნდობა ჩვენთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

Current Clinic

მომავალი

Line
New Clinic

2022 წლიდან საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ტერიტორიაზე შენდება ახალი კლინიკა, სადაც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ახალი სამედიცინო ცენტრი იქნება შექმნილი.

ჩვენი ხედვა

Line

დიდი პროფესიული წარსულით და უკეთესის ძიების გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიებით, თანამედროვე აღჭურვილობითა და ქართული კეთილგანწყობით მივედით დღემდე — სურვილით ვიყოთ ყველაზე სანდო, ხარისხიანი და მოთხოვნადი სამედიცინო ცენტრი.
მზად ვართ რეგიონს შევთავაზოთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება,
მოვიპოვეთ რეგიონის ნდობა და აღიარება, რაც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

ჩვენი მიღწევები

Line
Iso

დანერგილი გვაქვს ხარისხის სისტემა

ISO 9001:2015 სერტიფიკატი

ხარისხის მართვის სისტემა (Quality Management System) წარმოადგენს ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლის საშუალებას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული მიზნების მიღწევასთან.

ISO 9001:2015 სერტიფიკატი

უფრო ფართოდ, იგი მოიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურას დაგეგმვასთან ერთად, ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე, რესურსებსა და დოკუმენტაციას, რომელიც გამოიყენება კომპანიის მიზნების მისაღწევად (მაგალითად, მომხმარებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები ხარისხის მართვის სისტემის, პროდუქტის ან მომსახურების გასაუმჯობესებლად).

Iaf