ჩვენი ცენტრები და კლინიკები

სამედიცინო დაწესებულებების ქსელი ბათუმში

რეფერალური ჰოსპიტალი მედცენტრი სოლომედი საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა

რეფერალური ჰოსპიტალი მედცენტრი

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკა „მედცენტრი" – არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურებით აღჭურვილი და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება. მომსახურების ინოვაციური მეთოდებით, ჰოსპიტალი ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. სტაციონარი 24 სთ-ის განმავლობაში ფუნქციონირებს, როგორც დიაგნოსტიკური მიმართულებით, ასევე გადაუდებელი დახმარების (ER) განყოფილებით. ჰოსპიტალში წარმატებით ხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის სერვისი და მუშაობს უახლესი მოთხოვნების შესაბამისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლებით.

რეფერალური ჰოსპიტალი მედცენტრი

უპირატესობები

  • მოხერხებული მდებარეობა
  • პაციენტის წინასწარი რეგისტრაციის სისტემა
  • მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია
  • ულტრათანამედროვე აღჭურვილობა
  • მაღალკვალიფიციური პერსონალი
  • კომფორტული გარემო
+995 577 65 27 66 info@medcenter.ge ბათუმი, ბაგრატიონის 125 medcenter.ge
ორშ – პარ: 09:00 – 18:00 · შაბ: 10:00 – 14:00 · კვი: დაკეტილი

სოლომედი

ამბულატორიული ცენტრი სოლომედი გთავაზობთ სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს აქცენტით კომფორტსა და ინდივიდუალურობაზე. ჩვენი მიზანია — გავხადოთ თქვენი ვიზიტი მაქსიმალურად კომფორტული და შემოგთავაზოთ პერსონალიზირებული მიდგომა თქვენი მოთხოვნების მიმართ.

სოლომედი

უპირატესობები

  • მაღალხარისხიანი VIP მომსახურება
  • სრული ამბულატორიული მომსახურება
  • დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • ყველაფერი ერთ სივრცეში
  • წამყვან პროფესიონალთა გუნდი
  • ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და ლაბორატორია
  • პლასტიკური ქირურგია
  • თმის გადანერგვა
+995 555 77 44 00 solomedinfo@gmail.com ბათუმი, 26 მაისის ქ. 74 solomed.ge
ორშ – პარ: 09:00 – 18:00 · შაბ: 10:00 – 14:00 · კვი: დაკეტილი

საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი

საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი მოიცავს როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა ამბულატორიულ სექტორს. ხანგრძლივი პროფესიული წარსულით, უკეთესის ძიების დიდი გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიებით, უახლესი აღჭურვილობით, ქართული კეთილგანწყობით — ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება რეგიონის მასშტაბით. მოვიპოვეთ რეგიონის ნდობა და აღიარება, რაც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი
0422 27 73 03 info@fmrc.ge ბათუმი, ბარათაშვილის ქ. 33 fmrc.info
ორშ – პარ: 09:00 – 18:00 · შაბ: 10:00 – 15:00 · კვი: დაკეტილი

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა აჭარის რეგიონში, თანამედროვე ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრია. კლინიკა აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი ექიმებით. კლინიკის პაციენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება, მათ შორის: პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET-CT), სხივური თერაპია, გენეტიკური კვლევები, მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული მომსახურება და კლინიკური მედიცინის კონსულტაცია/მკურნალობა.

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა
0 422 25 20 08 ბათუმი, თბეთის ქ. 4 Facebook
ორშ – პარ: 09:00 – 18:00 · შაბ: 10:00 – 14:00 · კვი: დაკეტილი